მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პათოლოგია ანემია - ჰემატოლოგიური(მედიცინის დარგი-სისხლისა და მისი დაავადებების შესახებ) პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიის რომელიმე ფორმით არის დაავადებული.
ანემია ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლში ერითროციტების, იგივე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ან/და სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება. ამ მიზეზით ორგანოებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, რაც თავის მხრივ ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას უშლის ხელს.
ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზებია: სისხლის დაკარგვა, ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზი) და ერითროციტების წარმოქმნის დაქვეითება.
Ø გამომწვევი მიზეზები და ტიპები
ყველაზე გავრცელებული სახეობებია რკინადეფიციტური, B12-დეფიციტური და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემია და მწვავე სისხლდენის დროს განვითარებული.
Ø სიმპტომები და დიაგნოსტიკა
ü საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, უენერგიობა, ძილიანობა
ü თავის ტკივილი
ü თავბრუსხვევა
ü კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე
ü კანის ქავილი
ü ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა
ü გულის რიტმის დარღვევები
ü ქოშინი
ü დისკომფორტი და ტკივილი ქვემო კიდურებში
მკურნალობის ტაქტიკა - დამოკიდებულია მის სიმწვავესა და ტიპზე,ხშირად დაუბალანსებელი კვება,რკინისა და ბ12,ბ9-ით ღარიბი საკვების მიღება ქმნის ამ გარემოებას. ხშირად არარაციონალურად დანიშნული დიეტები,რაც გულისხმობს ხორცეულის,ღვიძლის,ზღვის პროდუქტებისა და პარკოსნების შეზღუდვას მივყავართ ამ მდგომარეობამდე.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge